საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია სამომავლო პრიორიტეტებს განსაზღვრავს

28 ივლისი 2016

27-28 ივლისსლოპოტაზეგაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე. შეხვედრა გახსნა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამისა  (UNDP)და ევროკავშირისწარმომადგენლები.

სამუშაო შეხვედრაზე განხილულ საკითხებს შორის იყოსაქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2014-2018წლების სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანები და მათი განხორციელება. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელესადვოკატების წინაშე არსებული გამოწვევების, ადვოკატთა უფლებების დაცვის, მართლმსაჯულების პროცესში ადვოკატის როლის გაძლიერების, ადვოკატთა პროფესიული განათლებისა და ეთიკის შესახებ.

დიდი ყურადღება დაეთმო ისეთი საკითხების განხილვას, როგორიცააადვოკატთა ასოციაციის ინსტიტუციური განვითარება და ფინანსური მდგრადობა.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სამუშაო შეხვედრა გაიმართა გაეროსგანვითარებისპროგრამის (UNDP) ხელშეწყობით,ევროკავშირისა და გაეროსერთობლივიპროგრამისფარგლებში „ხელმისაწვდომიმართლმსაჯულებადაბავშვზემორგებულიმართლმსაჯულებისსისტემისგანვითარებასაქართველოში“.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი